არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საკუთარ მეტოქეზე - ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა.
ნახევარფინალში არგენტინელებმა ინგლისს სძლიეს (2:1), ხოლო ესპანელებმა საფრანგეთი დაამარცხეს (2:0).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ამ გუნდებს შორის ფინალისიმას მატჩი (კოპა ამერიკის გამარჯვებულისა და ევროპის ჩემპიონის შეხვედრა) უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ გაუქმდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კი 19 ივლისს, ნიუ-იორკში შედგება.
„ესპანეთს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ჩემი აზრით, მათ ნახევარფინალში დამსახურებულად გაიმარჯვეს. ძალიან კარგად ითამაშეს და ძლიერი მეტოქე დაამარცხეს.
საბედნიეროდ, ჩვენ მათი თამაში ჯერ კიდევ მარტში შევისწავლეთ. ისინი კვლავინდებურად ძლიერები არიან. ჩვენ მზად ვართ. ეს მატჩი გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს“, - განაცხადა სკალონიმ.