ტუხელმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, დარჩება თუ არა გუნდის სათავეში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან მარცხის (1:2) შემდეგ.
„ჩვენ შევასრულებთ კონტრაქტს საშინაო ევროპის ჩემპიონატამდე. ამ გამოწვევას მოუთმენლად ველოდები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ამ მომენტში, ასე შორს მომავალში ყურება საკმაოდ რთულია“, - აღნიშნა თომას ტუხელმა.
ევრო 2028 დიდ ბრიტანეტში 2028 წლის 9 ივნისიდან 9 ივლისამდე გაგრძელდება.