• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტუხელი: „არაფერს ვნანობ, 1:0 მოგებას ვიმსახურებდით“
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ტუხელი: „არაფერს ვნანობ, 1:0 მოგებას ვიმსახურებდით“

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლის გამო სინანულის გრძნობა არ აქვს.


ინგლისელები ნახევარფინალში არგენტინასთან 1:2 დამარცხდნენ, სადაც ორივე გოლი მეორე ტაიმის მიწურულს გაუშვეს.


„ეს შეგიძლიათ მილიონ მწვრთნელთან განიხილოთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. მატჩი გავაანალიზე და კონკრეტული გზით ვიმოქმედე, ასე რომ, პასუხისმგებლობა ჩემზეა.


ამ მომენტში არაფერს ვნანობ. გუნდმა ძალები არ დაიშურა, გამარჯვებასთან ძალიან, ძალიან ახლოს ვიყავით. ვიმსახურებდით, რომ 1:0 მოგვეგო.


ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ, შესაძლოა საუკეთესოც კი არსებული გარემოებების გათვალისწინებით. გუნდი სიმაღლეზე იდგა, შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ სინანული არ გვაქვს.


ვფიქრობ, მთელი მატჩის განმავლობაში ვხედავდით ბრძოლისუნარიანობასა და ძლიერ გუნდს. ჯგუფში ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშეთ, დიდი მანძილები დავფარეთ, მაღალ სიმაღლეზე მოგვიწია ასპარეზობა, კაცნაკლულებიც ვრჩებოდით, სიცხეშიც ვთამაშობდით და ყველა დაბრკოლება გადავლახეთ.


დღეს მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ახლა მთელი ტურნირის ანალიზის დრო არ არის, ჩვენ უბრალოდ გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ“, - განაცხადა ტუხელმა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

england
argentina
მსოფლიო ჩემპიონატი 2026
მსოფლიო ჩემპიონატი
თომას ტუხელი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტუხელის ავტობუსი: გოლის შემდეგ ინგლისი ბურთს მხოლოდ 12%-ით ფლობდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტუხელის ავტობუსი: გოლის შემდეგ ინგლისი ბურთს მხოლოდ 12%-ით ფლობდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკალონი: „საბედნიეროდ, ესპანეთის თამაში ჯერ კიდევ მარტში შევისწავლეთ"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკალონი: „საბედნიეროდ, ესპანეთის თამაში ჯერ კიდევ მარტში შევისწავლეთ"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლიონელ მესი კაფუს ისტორიული მიღწევის გამეორებასთან ახლოსაა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლიონელ მესი კაფუს ისტორიული მიღწევის გამეორებასთან ახლოსაა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლაუტარო მუნდიალის ფინალშია - ინტერის უნიკალური სერია გრძელდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაუტარო მუნდიალის ფინალშია - ინტერის უნიკალური სერია გრძელდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ტუხელის ავტობუსი: გოლის შემდეგ ინგლისი ბურთს მხოლოდ 12%-ით ფლობდა

News image

2 სთ წინ

სკალონი: „საბედნიეროდ, ესპანეთის თამაში ჯერ კიდევ მარტში შევისწავლეთ"

News image

2 სთ წინ

ლიონელ მესი კაფუს ისტორიული მიღწევის გამეორებასთან ახლოსაა

News image

40 წთ წინ

ლაუტარო მუნდიალის ფინალშია - ინტერის უნიკალური სერია გრძელდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება