მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში პსჟ-მ ლივერპული დაამარცხა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და პარიზელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ მე-12 წუთზე გაიტანა. ორი მატჩის ჯამში გუნდებს შორის ფრე 1:1 დაფიქსირდა და მძიმე ექსტრა-ტაიმების შემდეგ, საქმე პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში უკეთესი პარიზელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც 4-ვე თავისი დარტყმა უზადოდ შეასრულეს, ლივერპულის მხრიდან კი გოლი მხოლოდ მო სალაჰმა გაიტანა - დარვინ ნუნიესის და კურტინს ჯოუნსის დარტყმები ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია და თავისი გუნდის 1/4 ფინალში გასვლის მთავარი შემოქმედიც გახდა.
ამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ პსჟ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასტონ ვილა - ბრიუგეს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი ინგლისურმა გუნდმა სტუმრად 3:1 მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 100 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ორჯერ პარტნიორები მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ჯერ ბარკოლამ და შემდეგ უსმან დემბელემ მომენტები გაანიავეს. ერთ ეპიზოდში ქართველმა სალაჰის დარტყმის შემდეგ ბურთის ცარიელი კარიდან გამოტანაც შეძლო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები