მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში დღეს ორ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ.
ვესტ ჰემი - არსენალი [18:00]
დევიდ მოიესის გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია - აქამდე გუნდი ევროსაგზურებისთვის აქტიურად იბრძდა, თუმცა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 1 მარცხი), რის გამოც მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა და სასწრაფოდ აქვს შედეგები გასაუმჯობესებელი.
არტეტას ბიჭებმა წინა ტურში უშუალო კონკურენტ ლივერპულს დამაჯერებლად 3:1 მოუგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნდნენ. თუმცა, ამ ბრძოლისთვის დღესაც აუცილებლად მოგება სჭირდებათ, რადგან გუშინ კლოპის გუნდმა ბარნლის მოუგო და 5 ქულით გაიქცა წინ.
არბიტრი: კრეიგ პაუსონი - სტატისტიკა ამ სეზონში
18 მატჩი, 89 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი, 1 პირდაპირი წითელი
ვესტ ჰემის და არსენალის მატჩზე წელს არ უმუშავია.
სავარაუდო შემადგენლობები:
ვესტ ჰემი: არეოლა, კუფალი, ზუმა, აგერდი, ემერსონი, სოუჩეკი, ედსონ ალვარესი, ბენ ჯონსონი, კუდუსი, უორდ-პრაუსი, ბოუენი
არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომიასუ, რაისი, ჰავერცი, ოდეგორი, საკა, მარტინელი, ჟესუსი
დანაკლისი: ანტონიო, პაკეტა (ტრავმა) - პარტეი, ტიმბერი (ტრავმა)
ეჭვქვეშ არიან: ჟესუსი, ტომიასუ, ვიეირა, ზინჩენკო.
ასტონ ვილა - მან იუნაიტედი [20:30]
იყო დრო, უნაი ემერის გუნდი პირველი ადგილისთვისაც იბრძოდა და ერთი კონკრეტული მატჩის მოგება აშორებდა ცხრილის ლიდერობამდე, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა - ახალი წლის შემდეგ ბირმინგემელებმა სვლას უკლეს და არასტაბილურ გუნდად იქცნენ, ბოლო 5 მატჩში გუნდმა 2 მოიგო, 2 წააგო, ერთხელ კი ფრე ითამაშა.
შედეგად, ასტონ ვილა ამ ეტაპზე ოთხეულიდანაც ამოვარდა და 46 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მანჩესტერს - ტენ ჰაგის გუნდის საზრუნავი წელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზურია, თუმცა მისი მოპოვება არც ისე ადვილი იქნება. იუნაიტედი 38 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და სწორედ ასტონ ვილაა მისი პირდაპირი კონკურენტი, რომელსაც 8 ქულით ჩამორცება და თუ რაიმესთვის ბრძოლა სურს, დღეს ვილა პარკზე აუცილებლად უნდა მოიგოს.
პირველ წრეში გუნდებს შორის დიდებული მატჩი გაიმართა - ვილა ოლდ ტრაფორდზე 2:0-ს იგებდა, თუმცა ეშმაკებმა სიტუაცია თავდაყირა დააყენეს და მეორე ტაიში 3:2 მოიგეს.
არბიტრი: რობერტ ჯონსი - სტატისტიკა ამ სეზონში
25 მატჩი - 115 ყვითელი, 3 მეორე ყვითელი, 1 წითელი ბარათი.
სავარაუდო შემადგენლობები:
ასტონ ვილა: ემილიანო მარტინესი, კეში, დიეგო კარლოსი, ლანგლე, მორენო, კამარა, დუგლას ლუისი, მაკგინი, ლეონ ბაილი, ტილემანსი, უოტკინსი
მან იუნაიტედი: ონანა, დალოტი, ვარანი, მაგუაიერი, შოუ, კაზემირო, მეინუ, ბრუნო, გარნაჩო, რაშფორდი, ჰოილუნდი
დანაკლისი: ბუენდია, დურანი, მინგსი, დინი (ეჭვქვეშ) - მალასია, მარსიალი, ლისანდრო, მაუნტი, ვან ბისაკა (ეჭვქვეშ).
კომენტარები
11 საათის წინ
16 საათის წინ
1 დღის წინ
14 საათის წინ