ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ფინალზე ისაუბრა.
„ჩემი მთავარი მოტივაცია - პსჟ-ს ისტორიაში შესვლა და ქალაქისა და მთელი ქვეყნის გახარებაა. განსაკუთრებული ამბავი იქნება, პირველი რომ გავხდე, ვინც კლუბს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს. აქ რომ ვზივარ, უკვე იღბლიანი ვარ. ბოლომდე ვაპირებთ დახარჯვას.
იმედია, ეს თამაში ჩემს გონებაში დიდხანს დარჩება. ინგლისური კლუბები დავამარცხეთ, რაც მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. დიდი იმედი მაქვს, რომ სრულიად მზად ვართ.
ჩვენი უპირატესობაა ის, რომ თავიდანვე ურთულესი გზის გამოვლა მოგვიწია. ამ სტადიონზე ბაიერნის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მთელი ტურნირის განმავლობაში ნაადრევი ფინალების თამაში მოგვიწია და ამას არ შევუშინებივართ.
ჩემს განკარგულებაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობაა. თუმცა, უნდა ვიმუშავოთ როგორც ერთიანი მექანიზმი. ინდივიდუალურად მოქმედება დაუშვებელია.
უსმან დემბელე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საერთოდ საუკეთესო არა. ის პასებს არიგებს, თავს იცავს, გოლებს იტანს, ლიდერია, რომელიც სხვებსაც აძლევს მაგალითს. მსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ თავდაჯერება მას მე მივეცი. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვართ." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პსჟ - ინტერი დღეს, 31 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.