მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ადგილისთვის მატჩის წინ, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ სოციალურ ქსელში მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს, რომელიც ნაკრებში თავის ბოლო შეხვედრას ატარებს, მიმართა.
,,დღეს შენი უკანასკნელი ცეკვაა. შენი, ვინც ამდენი რამ გვაჩუქე.
ჩვენ შენთვის უკეთესი დასასრული უნდა შეგვეთავაზებინა, მაგრამ ეს ვერ შევძელით.
ძალიან რთულია სიტყვებით გადმოსცე, რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ყველაფერს, რაც ამ 14 წლის განმავლობაში გააკეთე. შენ ხომ ამ გუნდის აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი იყავი. ყველას ყოველთვის არ შეუფასებია შენი სიდიადე სათანადოდ, მაგრამ დრო და ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს…
მადლობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მომეცი შესაძლებლობა და პატივი, წარმომედგინა ჩემი ქვეყანა შენთან ერთად ფეხბურთის უდიდეს სცენაზე.
ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდის გვერდით მეთამაშა. ერთად გატარებული და მიღწეული ყოველი მომენტი მხოლოდ საუკეთესო მოგონებებს მიტოვებს.
გისურვებ წარმატებას შენს ახალ თავგადასავალში და კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ მაისურს შესძინე, მაისურს, რომელიც ჩვენთვის ასე ბევრს ნიშნავს." - წერს მბაპე.