• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბრინჯაოს ბრძოლა მაიამიში: საფრანგეთი და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ბრინჯაოს ბრძოლა მაიამიში: საფრანგეთი და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს საფრანგეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.


ფრანგებიც და ინგლისელებიც საკუთარ ნახევარფინალებში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მიზნამდე ნაბიჯი დააკლდათ. დიდიე დეშამის გუნდმა ესპანეთის მყარ დაცვას ვერაფერი მოუხერხა (0:2), რითაც მათი შთამბეჭდავი საგოლე სერია შეწყდა.


თომას ტუხელის ინგლისი კი არგენტინასთან იგებდა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონებმა ხასიათი გამოავლინეს და მსაჯის მიერ დამატებულ დროში გამარჯვება გამოსტაცეს ხელიდან (1:2). ახლა ინგლისელები შეეცდებიან მეტოქის მწვრთნელს წასვლა გაუმწარონ და 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღონ.


დამატებით მოტივაციას ამ მატჩს კილიან მბაპეს ბომბარდირთა დავა სძენს, რომელიც, დიდი ალბათობით, სასტარტოშიც სწორედ ამის გამო მოხვდება. ფრანგი ფორვარდი 8 გოლით მესისთან ერთად თანაბომბარდირია და ფინალამდე ერთი დღით ადრე, დავაში ერთპიროვნულად გალიდერებას შეეცდება.


მწვრთნელების კომენტარები:


თომას ტუხელი (ინგლისი): „ინგლისს შეუძლია ბოლო 60 წლის განმავლობაში თავისი საუკეთესო შედეგი დააფიქსიროს მსოფლიო ჩემპიონატებზე. სიტუაციას სწორედ ასე უნდა შევხედოთ. რა თქმა უნდა, ყველას ნიუ-იორკის ფინალში ყოფნა სურდა და არა ამ მატჩის თამაში, მაგრამ ეს არის ოფიციალური შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან და კარგი შანსია ჩვენი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ საჩვენებლად“.


დიდიე დეშამი (საფრანგეთი): „ეს არ არის ამხანაგური მატჩი, მაგრამ არც ის შეხვედრაა, სადაც თამაში გვინდოდა. მიუხედავად ამისა, რეალობა ასეთია. სასწორზე მესამე ადგილი დევს, რომელიც უნდა მოვიპოვოთ - ეს ჩემი, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების მოვალეობაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად“.


სავარაუდო შემადგენლობები:


  • საფრანგეთი: მენიო - გუსტო, კონატე, ლაკრუა, ლ. ერნანდესი - ზაირ-ემერი, კანტე - აკლიუში, შერკი, მბაპე - ტურამი.


  • ინგლისი: ჰენდერსონი - ჩალობა, გეჰი, სტოუნზი, სპენსი - მეინუ, ანდერსონი, როჯერსი - მადუეკე, კეინი, რაშფორდი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
england
france
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თეთრი სახლი არგენტინას გამოექომაგა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

თეთრი სახლი არგენტინას გამოექომაგა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა ბედი ელის მესის კარიერას ფინალის შემდეგ?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა ბედი ელის მესის კარიერას ფინალის შემდეგ?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

საფრანგეთისა და ინგლისის საუკუნოვანი დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატებზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

საფრანგეთისა და ინგლისის საუკუნოვანი დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატებზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კუკურელია: „თუ ფინალს მოვიგებთ, დე ლა ფუენტეს სახეს დავიხატავ და ნაკრებიდან წავალ“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კუკურელია: „თუ ფინალს მოვიგებთ, დე ლა ფუენტეს სახეს დავიხატავ და ნაკრებიდან წავალ“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

2 სთ წინ

თეთრი სახლი არგენტინას გამოექომაგა

News image

2 სთ წინ

რა ბედი ელის მესის კარიერას ფინალის შემდეგ?

News image

1 სთ წინ

საფრანგეთისა და ინგლისის საუკუნოვანი დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატებზე

News image

1 სთ წინ

კუკურელია: „თუ ფინალს მოვიგებთ, დე ლა ფუენტეს სახეს დავიხატავ და ნაკრებიდან წავალ“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება