არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ აღიარა, რომ წარმოდგენა არ აქვს, იქნება თუ არა კვირას ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ლეო მესისთვის უკანასკნელი ეროვნულ გუნდში.
39 წლის კაპიტანი ნიუ-იორკში ნაკრების მაისურით 207-ე შეხვედრას ჩაატარებს.
„საიდან უნდა ვიცოდე? მას ჰკითხეთ, წარმოდგენაც კი არ მაქვს. ის ჩვენს გაკვირვებას არ წყვეტს“, - განაცხადა სკალონიმ პრესკონფერენციაზე.
მწვრთნელმა მესის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ მის ასაკში მუნდიალის ფინალში თამაში დაუჯერებელი მიღწევაა, რის გამოც გულშემატკივრებმა მისი ყოველი წუთით უნდა დატკბნენ. თუმცა, სკალონიმ იქვე დასძინა, რომ ტიტულის შესანარჩუნებლად არგენტინას საუკეთესო ვერსიის ჩვენება დასჭირდება, რადგან მადრიდის რეალისა და ბარსელონას მოთამაშეებით დაკომპლექტებული ესპანეთი, რომელიც უკვე 37 მატჩია დაუმარცხებელია, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.