ესპანეთის ნაკრების მცველმა მარკ კუკურელიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ საოცარი და საკმაოდ გიჟური პირობა დადო.
რეალის ახალწვეული აცხადებს, რომ ტიტულის მოპოვების შემთხვევაში სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
„თუ მოვიგებთ, სხეულზე ლუის დე ლა ფუენტეს სახის ტატუს გავიკეთებ და სანაკრებო კარიერასაც დავასრულებ.
მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი... კიდევ რაღა უნდა გააკეთო ამაზე მეტი? ორშაბათიდან მწვრთნელს დავურეკავდი და ვეტყოდი, რომ ნაკრებიდან მივდივარ“, - განაცხადა კუკურელიამ.
კუკურელიას დებიუტი ესპანეთის ნაკრებში, სწორედ დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით, 2021 წლის ივნისში, ლიეტუვასთან მატჩში შედგა. იქამდე ის ორჯერ 2020-ის ერთა ლიგაზეც იყო გამოძახებული, თუმცა არ უთამაშია.
2024-ში კუკურელიამ ფურია როხასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო, როცა ფინალში ინგლისი 2:1 დაამარცხა.