მსოფლიო თასის ფინალის წინ პოლიტიკური ვნებები პიკს აღწევს.
თეთრმა სახლმა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების სიტყვის თავისუფლება დაიცვა, რომლებმაც ინგლისთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ მოედანზე ბანერი გამოფინეს წარწერით: „მალვინის კუნძულები არგენტინისაა“ (ფოლკლენდის კუნძულები). ფიფა ინციდენტს პოლიტიკური განცხადებების აკრძალვის მუხლით განიხილავს და გუნდს სანქციებით ემუქრება.
ბრიტანეთის მთავრობამ ფიფასგან გამოძიება მკაცრად მოითხოვა: „მსოფლიო თასი შეიძლება ჩვენი არ იყოს, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია“, - განაცხადეს დაუნინგ სტრიტზე.
თუმცა, თეთრი სახლის სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელმა ენდრიუ ჯულიანიმ არგენტინელები დაიცვა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლება.
სკანდალს ნავთი დაასხა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილიარუელმაც, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯარისკაცების ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: „მათ სტადიონზე ბანერის შეტანა აგვიკრძალეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ეს კუნძულები ჩვენს სისხლსა და გულებშია“.
შეგახსენებთ, რომ 1982 წელს ამ ტერიტორიის გამო ბრიტანეთსა და არგენტინას შორის სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა.