10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე კიდევ 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, რის შემდეგაც ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა.
გერმანიაში ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ ამ წყვილში საუკეთესოს ვინაობა საფრანგეთში გაირკვევა. ლილსა და დორტმუნდს შორის გამარჯვებულს 1/4 ფინალში ბარსელონა ელოდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ლილი - შევალიე: მუნიე, დიაკიტე, ალექსსანდრო, გუდმუნდსონი; ანდრე, ბუადი; ჰარალდსონი, მუკაუ, მბაპე; დევიდი
დორტმუნდი - კობელი; რიერსონი, ჩანი, შლოტერბეკი, ბენსებაინი; გროსი, ზაბიერი; ადეიემი, ბრანდტი, გიტენსი; გირასი
ეინდჰოვენში 1-7 განადგურების შემდეგ ემირეითსზე ჩასატარებელმა მატჩმა აზრი დაკარგა და განმეორებითი შეხვედრა ფორმალობა იქნება. ალბათ, არსენალი უკვე 1/4 ფინალზეც ფიქრობს, სადაც მადრიდულ დერბიში გამარჯვებული ელის.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, კივიორი, ზინჩენკო; ოდგორი, ჟორჟინიო, რაისი; სტერლინგი, მერინო, ტროსარი
პსვ - ბენიტესი; ლედესმა, ფლამინგო, ბოსკალი, მაურო ჯუნიორი; სხაუტენი, ტილი, საიბარი; პერიშიჩი, დე იონგი, ლანგი
პირველ მატჩში კარგი უპირატესობა შეიქმნა ასტონ ვილამაც, რომელმაც ბრიუგე ბელგიაში 1-3 დაამარცხა. თუ ბირმინგემელები საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მათ 1/4 ფინალში ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ელოდებათ.
სავარაუდო შემადგენლობები
ასტონ ვილა - მარტინესი; დისასი, კონსა, მინგსი, დინი; კამარა, ტილემანსი; ბაილი, როჯერსი, რაშფორდი; უოტკინსი
ბრიუგე - მინოლე; საბე, ორდონიესი, მეხელი, დე კუიპერი; ონიედოიკა, იაშარი; ტალბი, ვანაკენი, ცოლისი; ჟუტგლა
1/8 ფინალური ეტაპის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებაში ყველაფერი მეტროპოლიტანოზე გადაწყდება, სადაც კიდევ ერთ მადრიდულ დერბის ვიხილავთ. პირველი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის გამარჯვებით 2-1 დასრულდა, ახლა კი ატლეტიკო რემონტადას შესრულებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას შეეცდება, სადაც ამ წყვილში გამარჯვებულს ზემოთ ნახსენები არსენალი უკვე გონებაში ელოდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, ხიმენესი, ლენგლე, გალანი; სიმეონე, დე პაული, ბარიოსი, ლინო; გრიზმანი, ალვარესი
რეალი - კურტუა; ვალვერდე, რუდიგერი, რაულ ასენსიო, მენდი; მოდრიჩი, ჩუამენი, ბელინგემი, როდრიგო, მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები