საფრანგეთის ნაკრების ვინგერი, მაიკლ ოლისე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისთან მარცხის (4:6) შემდეგ უკიდურესად იმედგაცრუებული იყო.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში იტირა. ის საკუთარ თავს ადანაშაულებდა მეორე ტაიმში გაფუჭებული ორი საგოლე მომენტის გამო, მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი კი მის დამშვიდებას ცდილობდა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მაიკლს ესაუბრა, თუმცა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
როგორც იცით, ფეხბურთელი ინგლისშია დაბადებული და ამიტომ ამ ქვეყნის მაისურითაც შეეძლო თამაში, თუმცა საფრანგეთი არჩია, ამიტომ მისთვის ეს დაპირისპირება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.
ამ მატჩში ოლისემ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც მუნდიალზე ასისტების რაოდენობა 7-მდე გაზარდა და ერთ მუნდიალზე გაკეთებული ასისტებით პელეს რეკორდი (6 საგოლე) გააუმჯობესა.