ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა შედგა, სადაც ქამრის მფლობელი ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდა.
5-რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა მახაჩევის სრული დომინაციით წარიმართა. ისლამს მიწაზე კონტროლი დაახლოებით 18 წუთი ჰქონდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (50-45, 50-45, 50-45) იმარჯვა.
ისლამ მახაჩევი გახდა UFC-ის ისტორიაში მე-11 მებრძოლი, რომელიც ორი წონის ჩემპიონი გახდა.
რენდი კუტური, ბიჯეი პენი, კონორ მაკგრეგორი, ჟორჟ სენ-პიერი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, ჰენრი სეხუდო, ჯონ ჯონსი, ალექს პერეირა, ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი.
"დონალდ ტრამპ, გააღე თეთრი სახლი, მოვდივარ!" - განაცხადა ისლამმა ბრძოლის შემდეგ.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში ქალთა უმსუბუქეს წონაში ვალენტინა შევჩენკომ ასევე დომინანტური გადაწყვეტილებით დაამარცხა ვეილი ჟანგი და ტიტული შეინარჩუნა.
მეინ ქარდის სხვა ბრძოლები კი ნაადრევად დასრულდა. ბენუა სენ-დენიმ 16 წამში გათიშა ბენილ დარიუში, კარლოს პრატესმა მეორე რაუნდში დაანოკაუტა ლეონ ედვარდსი, მაიკლ მორალესმა კი ასევე პირველ რაუნდში დაუმთავრა ბრძოლა შონ ბრეიდის.