ილია თოფურია ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლას გამოეხმაურა, რომელიც ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევს შორის გაიმართა.
"ჯეკს მთელი შეკრება სჭირდება მარტო ჭიდაობისთვის. რა იმედგამაცრუებელი ჩემპიონია. ჯობია საქართველოში ჩახვიდე და რაღაც მაინც ისწავლო.
ისლამ, შენ ის გჭირდება, რისი ვარჯიშიც შეუძლებელია: ემოცია. შენ ყველაზე მოსაწყენი ხარ ამ სპორტში. ყოველდღე უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ დაგაძინებ." - წერს ქართველი ჩემპიონი.

მახაჩევმა დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონია