მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა ასტონ ვილა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა ვილა პარკზე გაიმართა და ტენ ჰაგის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ანგარიში მე-17 წუთზე რასმუს ჰოილუნდმა გახსნა და მანჩესტერმა ამ გოლით პირველი ტაიმის მოგება შეძლო. შესვენების შემდეგ, 67-ზე დუგლას ლუისმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა 86-ზე გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა სკოტ მაკტომინეიმ შეაგდო და იუნაიტედს სამი ქულა მოუტანა.
მანჩესტერმა უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 41 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილოსან ვილასთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.
კომენტარები
2 დღის წინ
10 საათის წინ
1 დღის წინ
13 საათის წინ