• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მამარდას შანსი, ფავორიტი ბაიერნი და ნაცნობი დაპირისპირებები — დღეს ლიგის 1/8 ფინალები იწყება
ფეხბურთიფეხბურთი

მამარდას შანსი, ფავორიტი ბაიერნი და ნაცნობი დაპირისპირებები — დღეს ლიგის 1/8 ფინალები იწყება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპი იწყება.


მერვედფინალების პირველ სათამაშო დღეს 4 თამაშს ვიხილავთ, რომელთაგან ერთი ნაადრევად არის გამოტანილი, სამი სხვა კი ერთდროულად, მოგვიანებით გაიმართება.


გალათასარაი — ლივერპული [21:45]


სათამაშო დღეს სტამბოლი უმასპინძლებს, სადაც ლივერპული ამ სეზონში უკვე მეორედ ჩავა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ლიგის ფაზაში შედგა, სადაც გალამ საკუთარ მოედანზე 1:0 უკიდურესად მძიმე მდგომარეობასა და კრიზისში მყოფ ლივერპულს მოუგო. საინტერესოა, რომ იმ შეხვედრაშიც, ისევე როგორც დღეს, თამაში გიორგი მამარდაშვილს მოუწია — მაშინ, ალისონმა ტრავმა მატჩის მსვლელობისას მიიღო და ქართველი მეკარე მოედანზე იმ დროს გავიდა, როცა მისი გუნდი უკვე მარცხდებოდა. დღეს კი, მამარდა პირველივე წუთებიდან დაიწყებს, რადგან ბრაზილიელ კიპერს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.


ლივერპულმა 1/8 ფინალური საგზური პირდაპირ ლიგის ფაზის ტოპ 8-ში გასვლით მოიპოვა, გალათასარაიმ კი 1/16 ფინალში იუვენტუსის ბარიერი გადალახა და ახლა მეორე სენსაციის დასაფიქსირებლად ემზადება.


სავარაუდო შემადგენლობები



გალათასარაი: ჩაკირი, სალაი, სანჩესი, ბარდაკჰი, ჯეიკობსი, ლემინა, ტორეირა, სარა, ლანგი, ილმაზი, ოსიმენი


ლივერპული: მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, გაკპო, სალაჰი, ეკიტიკე.


ატალანტა — ბაიერნი [23:59]


1/16 ფინალურ ეტაპზე ატალანტამ ერთი სენსაცია უკვე დააფიქსირა. პირველი მატჩის დორტმუნდში 0:2 წაგების შემდეგ, გუნდმა საკუთარ მოედანზე ბოლო წამებზე გატანილი გადამწყვეტი გოლით 4:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე მოულოდნელად შეძლო გასვლა. თუმცა, დიდი ალბაბოთი, აქ ბერგამოული მოგზაურობა წლევანდელ ლიგაზე დასრულდება, რადგან მეტოქედ მთავარი გერმანული გიგანტი და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ბაიერნი ჰყავს, რომელმაც ლიგის ფაზაც მე-2 ადგილზე დაასრულა და ზოგადად ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც მოიაზრება.


თუ ამ წყვილში რაიმე ინტრიგის შენარჩუნება გვინდა — ატალანტამ დღევანდელი მატჩი უთუოდ უნდა მოიგოს და სასურველია არა 1-ბურთიანი ანგარიშით, რაც, რამდენად შესაძლებელი ვარიანტია, თავად უნდა განსაჯოთ.


სავარაუდო შემადგენლობები:



ატალანტა: კარნეზეკი, კოსონოუ, ჰიენი, კოლაშინაცი, ძაპაკოსტა, დე როონი, პაშალიჩი, ბერნასკონი, სამარჯიჩი, ზალევსკი, სკამაკა


ბაიერნი: ურბიგი, სტანიშიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი, პავლოვიჩი, კიმიხი, გნაბრი, ოლისე, ლუის დიასი, კეინი.


ატლეტიკო მადრიდი — ტოტენჰემი [23:59]


ტოტენჰემი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაც არის და მოულოდნელობაც, თანაც ეს უკანასკნელი როგორც კარგი, ისე ცუდი გაგებით. პრემიერ ლიგაში გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად, „დეზებმა" ლიგის ფაზა დამაჯერებელ მე-4 ადგილზე დაასრულეს და პირდაპირ 1/8 ფინალში გავიდნენ, რაც ისეთ გრანდებსაც არ გამოუვიდათ, როგორებიც პსჟ და მადრიდის რეალი არიან. თუმცა, ამ წყვილში ფავორიტად მადრიდის ატლეტიკო მოიაზრება, რომელიც მართალია ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის ისევ ვერ იბრძვის, სამაგიეროდ თასზე ბარსელონა [4:3] ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და 2012/13 სეზონის შემდეგ პირველად აქვს რეალური შანსი, კოპა დელ რეის ტიტულს დაეუფლოს. 


თუმცა, ტოტენჰემმა ამ ლიგაზე მოულოდნელობებს მიგვაჩვია და არც ატლეტიკოა სტაბილური იმ წყვილში წარმატებების მიღწევაში, სადაც მისგან ამას ელიან და სადაც აშკარა ფავორიტად ფიგურირებს. ამიტომ, მთლად გადაჭრით მადრიდელების შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად წინ გაყვანა არ გამოვა. თანაც, იგორ ტუდორი ჯერ კიდევ ტოტენჰემის სათავეში თავისი პირველი კარგი შედეგის მოლოდინშია.


სავარაუდო შემადგენლობები



ატლეტიკო: ობლაკი, ლიორენტე, პუბილი, ჰანცკო, რუჯერი, კარდოსო, კოკე, სიმეონე, ლუკმანი, ალვარესი, გრიზმანი


ტოტენჰემი: ვიკარიო, პორო, რომერო, დანსო, ვან დე ვენი, გრეი, პალინია, სარი, სიმონსი, ტელი, სოლანკე.


ნიუკასლი — ბარსელონა [23:59]


გალათასარაი — ლივერპულის მსგავსად, ეს დაპირისპირებაც ვიხილეთ ლიგის ფაზაში და მაშინ ბარსამ იმავე სენტ-ჯეიმს პარკზე, რომელიც დღევანდელ მატჩს უმასპინძლებს, რაშფორდის დუბლით 2:1 მოიგო. თუმცა, მარცხის მიუხედავად ედი ჰაუს გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბოლო წუთებზე ბარსას ანგარიშზე შენარჩუნებაზე თამაშიც აიძულა. ატლეტიკოსთან საპასუხო თამაშის ბოლო წუთებმა ბლაუგრანას ფიზიკური კონდიციების არასახარბიელობასაც გაუსვა ხაზი, როცა ფეხბურთელებს მნიშვნელოვან მომენტში გადაადგილებაც კი უჭირდათ — ამ კომპონენტში ინგლისურ გუნდს აშკარა უპირატესობა ექნება და სწორედ ფიზიკურობაში შეეცდება ბევრად უფრო ტექნიკური ბარსელონას დაჯაბვნას.


თუმცა, წყვილის ფავორიტობა საუბარს არ საჭიროებს და ნიუკასლს, რომელმაც 1/16 ფინალში აზერბაიჯანულ ყარაბაღთან ორმატჩიან დუელში უბრალოდ გაისეირნა, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს, საშინაო კედლებში მინიმუმ კარგ შედეგს უნდა მიაღწიოს და მატჩი მოიგოს.


სავარაუდო შემადგენლობები



ნიუკასლი: პოუპი, ტრიპიერი, ჩიაუ, ბოტმანი, ჰოლი, ტონალი, ჟოელინტონი, რემზი, ბარნსი, ელანგა, გორდონი


ბარსელონა: ჟოან გარსია, ერიკ გარსია, კუბარსი, მარტინი, კანსელუ, ბერნალი, პედრი, ლოპესი, რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

05 მარ, 2026

ბეილი: „რეალში უპირატესობას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებდით"

News image

01 მარ, 2026

მოურინიო: „თუ პრესტიანის დანაშაული დამტკიცდება, მისი კარიერა ჩემთან დასრულდება“

News image

01 მარ, 2026

სიტისთან მბაპეს გარეშე? — მატჩები, რომელსაც ფრანგი დიდი ალბათობით გამოტოვებს

News image

11 სთ წინ

მორიგი დანაკლისი — რეალს სიტისთან ძირითადის მცველიც დააკლდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ბეილი: „რეალში უპირატესობას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებდით"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბეილი: „რეალში უპირატესობას ყოველთვის ჩემპიონთა ლიგას ვანიჭებდით"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: „თუ პრესტიანის დანაშაული დამტკიცდება, მისი კარიერა ჩემთან დასრულდება“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო: „თუ პრესტიანის დანაშაული დამტკიცდება, მისი კარიერა ჩემთან დასრულდება“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტისთან მბაპეს გარეშე? — მატჩები, რომელსაც ფრანგი დიდი ალბათობით გამოტოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტისთან მბაპეს გარეშე? — მატჩები, რომელსაც ფრანგი დიდი ალბათობით გამოტოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი დანაკლისი — რეალს სიტისთან ძირითადის მცველიც დააკლდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი დანაკლისი — რეალს სიტისთან ძირითადის მცველიც დააკლდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი