• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მოურინიო: „თუ პრესტიანის დანაშაული დამტკიცდება, მისი კარიერა ჩემთან დასრულდება“
ფეხბურთიფეხბურთი

მოურინიო: „თუ პრესტიანის დანაშაული დამტკიცდება, მისი კარიერა ჩემთან დასრულდება“

01 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კვლავ თავისი ფეხბურთელის, ჯანლუკა პრესტიანის ირგვლივ ატეხილ რასისტულ სკანდალზე ისაუბრა.


ინციდენტი 17 თებერვალს, ბენფიკა — რეალის პირველ შეხვედრაში მოხდა. ვინისიუს ჟუნიორმა მსაჯ ფრანსუა ლეტექსიეს აცნობა, რომ პრისტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ბრალდებას უარყოფს, უეფამ იგი განმეორებითი მატჩი მიმდინარე გამოძიების გამო გამოატოვებინა.


თავად მოურინიომ პირველი მატჩის შემდეგ ინციდენტის გარკვეული ბრალეულობა ვინისიუსს აკიდა, როცა განაცხადა, რომ ბრაზილიელს გატანილი გოლი უფრო მოკრძალებულად უნდა აღენიშნა და, უცნაური დამთხვევაა, რომ ყველა მოედანზე, სადაც ვინისიუსი თამაშობს, ანალოგიური რამ ხდება. ეს კომენტარი არ მოეწონათ მადრიდის რეალშიც და ალვარო არბელოამ ამაზე საჯაროდაც ისაუბრა.


„მე მიყვარს ალვარო [არბელოა] და კვლავ მეყვარება, მაგრამ ვფიქრობ, სწორი პოზიცია დავიკავე. არ მინდა რომელიმე მხარის დაცვა ან თავდასხმა. მირჩევნია არც რეალის თეთრი მაისური მოვირგო და არც ბენფიკას წითელი ამ სერიოზულ სიტუაციაში.


გირჩევთ, გაეცნოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. მე ვგმობ ყოველგვარ დისკრიმინაციას. თუ დამტკიცდება, რომ ჩემმა ფეხბურთელმა ამ პრინციპებს გადაუხვია, მისი კარიერა ჩემთან და ამ კლუბში დასრულდება.


მე უმეცარი არ ვარ და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან ამოვდივარ. უეფამ ფეხბურთელის მოსაკვეთად 416328-ე მუხლი გამოიყენა. თუ ის მართლაც დამნაშავეა, მასზე ისე აღარ შევხედავ, როგორც ადრე. თუმცა, მანამდე ყოველთვის უნდა ვკითხო საკუთარ თავს: „რა იქნება, თუ?..“ — აღნიშნა ჟოზემ.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბენფიკა
ჩემპიონთა ლიგა
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტონი კროოსი მადრიდის რეალზე საუბარმა გააღიზიანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტონი კროოსი მადრიდის რეალზე საუბარმა გააღიზიანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაისჯება თუ არა რუდიგერი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაისჯება თუ არა რუდიგერი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მბაპეს გოლი და ვინისიუსის შედევრი - რეალმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მბაპეს გოლი და ვინისიუსის შედევრი - რეალმა მოუგებელი სერია შეწყვიტა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის ბოდიში ბერნაბეუს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის ბოდიში ბერნაბეუს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ტონი კროოსი მადრიდის რეალზე საუბარმა გააღიზიანა

News image

10 სთ წინ

დაისჯება თუ არა რუდიგერი?

News image

1 სთ წინ

VIDEO: მბაპეს გოლი და ვინისიუსის შედევრი - რეალმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

News image

1 სთ წინ

ვინისიუსის ბოდიში ბერნაბეუს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება