• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ვინისიუს ჟუნიორმა ბაიერნთან ისევ სკანდალი მოაწყო
ფეხბურთიფეხბურთი

ვინისიუს ჟუნიორმა ბაიერნთან ისევ სკანდალი მოაწყო

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვინისიუს ჟუნიორმა მიუნხენში მეგობრები ნამდვილად ვერ შეიძინა.


მისმა უხეშობამ ჯოშუა კიმიხის წინააღმდეგ დიდი კრიტიკა გამოიწვია, თუმცა ბრაზილიელის მცდელობამ, მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა, შედეგი ვერ გამოიღო.

მატჩის მეცხრე წუთზე რეალ მადრიდის პროვოკაციულმა ვარსკვლავმა კიმიხის წინააღმდეგ გადამეტებული აგრესია გამოიჩინა. მას შემდეგ, რაც გერმანელმა ბურთი ითამაშა, ვინისიუსმა ის უხეშად წააქცია. მსაჯმა, სლავკო ვინჩიჩმა, თამაში არ გააჩერა, რაც ბრაზილიელმა „მწვანე შუქად“ მიიღო, მან მიწაზე მწოლიარე კიმიხს ჯერ კოჭზე ფეხი ჩაარტყა, შემდეგ კი ისევ ხელი კრა.


კომპანის რისხვა და ვინისიუსის „იღბალი“


ამ ეპიზოდზე ვინსენ კომპანის რეაქცია ფანტასტიკური იყო. ბელგიელი სპეციალისტი სათადარიგო სკამიდან მწყობრიდან გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც რვა დღის წინ, მადრიდული მატჩის შემდეგ, კომპანი ვინისიუსს იცავდა და ამბობდა, რომ „ვინი ისეთი უნდა დარჩეს, როგორიც არის“. თუმცა, მიუნხენში მისმა მოთმინებამაც უღალატა.

საინტერესოა, რომ ვინისიუსს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და მეორე გაფრთხილებას ნახევარფინალის გამოტოვება მოჰყვებოდა, თუმცა ვინჩიჩი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ალიანს არენამ ამ გადაწყვეტილებასა და ბრაზილიელის ქცევას გამაყრუებელი სტვენით უპასუხა.


დაპირისპირების ისტორია: კიმიხი ვს ვინისიუსი


ამ ორ ფეხბურთელს შორის დაძაბულობა 2024 წლის ნახევარფინალიდან იწყება. მაშინ ვინისიუსმა კიმიხის მიმართ არასპორტული ჟესტი გამოიჩინა: აუტის მოწოდებისას ბურთი ჯერ ხელიდან გაუგდო, ხოლო როცა გერმანელმა დროის დასაზოგად ბურთი ხელებში მიუტანა, ფორვარდმა ის უბრალოდ გვერდზე გადააგორა.

მაშინ რეალმა ხოსელუს დუბლით მოიგო და მე-15 ტიტულსაც დაეუფლა, თუმცა 2026 წელს იღბალმა რეკორდმაისტერს გაუღიმა.


ირონიული ტაში და გამოვარდნა


მატჩის 86-ე წუთზე, როცა ვინჩიჩმა ედუარდო კამავინგას წითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსმა მსაჯს ირონიულად დაუკრა ტაში. ეს საქციელიც დაუსჯელი დარჩა, თუმცა ბაიერნმა რიცხობრივი უპირატესობა სამ წუთში გამოიყენა. ჯერ ლუის დიასმა გაათანაბრა (3:3), ხოლო დამატებულ დროში მაიკლ ოლისემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

რეალ მადრიდი და ვინისიუსი ტურნირს დაემშვიდობნენ. ბაიერნი ნახევარფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბაიერნის შეფასებები: ვინ გახდა რეალთან გამარჯვების მთავარი გმირი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნის შეფასებები: ვინ გახდა რეალთან გამარჯვების მთავარი გმირი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ისტორიული ღამე მიუნხენში: ფრანგმა მესის რეკორდი დაამხო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ისტორიული ღამე მიუნხენში: ფრანგმა მესის რეკორდი დაამხო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„აღიაროს, თუ კაცია“ - ბაიერნის მცველი რეალის ვარსკვლავს უპირისპირდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„აღიაროს, თუ კაცია“ - ბაიერნის მცველი რეალის ვარსკვლავს უპირისპირდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთელთა შეფასებები: კამავინგას კოშმარი და რეალ მადრიდის ფიასკო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთელთა შეფასებები: კამავინგას კოშმარი და რეალ მადრიდის ფიასკო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

ბაიერნის შეფასებები: ვინ გახდა რეალთან გამარჯვების მთავარი გმირი?

News image

3 სთ წინ

მბაპეს ისტორიული ღამე მიუნხენში: ფრანგმა მესის რეკორდი დაამხო

News image

3 სთ წინ

„აღიაროს, თუ კაცია“ - ბაიერნის მცველი რეალის ვარსკვლავს უპირისპირდება

News image

3 სთ წინ

ფეხბურთელთა შეფასებები: კამავინგას კოშმარი და რეალ მადრიდის ფიასკო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება