• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ბაიერნის შეფასებები: ვინ გახდა რეალთან გამარჯვების მთავარი გმირი?
ფეხბურთიფეხბურთი

ბაიერნის შეფასებები: ვინ გახდა რეალთან გამარჯვების მთავარი გმირი?

15 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბაიერნ მიუნხენის ფეხბურთელების შეფასებები რეალ მადრიდთან მატჩში: როგორ გამოიყურებოდა ვინსენ კომპანის გუნდი ალიანც არენაზე


ალიანს არენაზე გამართულ დრამატულ შეხვედრაში ბაიერნ მიუნხენმა რეალ მადრიდი 4:3 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (6:4) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.


გთავაზობთ ბაიერნის ფეხბურთელების შეფასებებს:


სასტარტო შემადგენლობა


მანუელ ნოიერი – 3/10

კოშმარული დასაწყისი ჰქონდა. მისი პასი არდა გიულერმა ჩაჭრა და ანგარიში გახსნა. გიულერის საჯარიმო დარტყმასაც ვერ გაუმკლავდა. მართალია, მბაპეს წინააღმდეგ ერთი კარგი სეივი მიითვალა, მაგრამ მთლიანობაში სუსტი მატჩი ჩაატარა.


იოსიპ სტანიშიჩი – 4/10

დაცვაში უჭირდა, თუმცა შეტევებს ეხმარებოდა. რუდიგერთან შეჯახების შემდეგ, ეპიზოდში, რომელსაც რეალის გოლი მოჰყვა, მოედანი დატოვა. შესვენებაზე ალფონსო დევისმა შეცვალა.


ჯონათან ტა – 4/10

მეორე ტაიმში მბაპეს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ვარდნა შეასრულა, თუმცა ფრანგის სისწრაფესთან გამკლავება ძალიან უჭირდა. ბურთთან მუშაობისას კი საკმაოდ დაჯერებული იყო.


დაიო უპამეკანო – 7/10

ძლიერი თამაში ფრანგი მცველისგან. რამდენიმე ზუსტი ჩაჭრა ჰქონდა. ჰარი კეინის გოლზე საგოლე პასიც მიითვალა, თუმცა შეტევაში თავადაც გაანიავა მომენტები.


კონრად ლაიმერი  – 6/10

აგრესიული და ენერგიული იყო, თუმცა პოზიციას ხშირად კარგავდა. მბაპეს წინააღმდეგ კრიტიკულ მომენტში ბურთის ამოცლა შეძლო და შეტევებსაც აქტიურად უჭერდა მხარს.


ჯოშუა კიმიხი – 8/10

ნახევარდაცვის გონება. მშვიდად და ჭკვიანურად ათამაშებდა ბურთს. მისი მოწოდებული კუთხურით ბაიერნმა ანგარიში გაათანაბრა.


ალექსანდარ პავლოვიჩი – 7/10

გაიტანა პირველი საპასუხო გოლი (1:1). ბურთს კარგად ანაწილებდა და პოზიციურად სწორად თამაშობდა.


მაიკლ ოლისე – 8/10

ბერნაბეუზე გამართული მატჩისგან განსხვავებით, ნაკლებად დომინირებდა, თუმცა მისი ხარისხი მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა. დამატებულ დროში მან გაიტანა მეოთხე გოლი (4:3) და წერტილი დაუსვა შეხვედრას.


სერჟ გნაბრი – 4/10

ბურთს ფრთხილად ეპყრობოდა, მაგრამ შეტევის დასკვნით ფაზაში გავლენა ვერ მოახდინა. დაახლოებით ერთ საათში მუსიალამ შეცვალა.


ლუის დიასი – 7/10

ენერგიულად დაიწყო. სწორედ მისმა მოძრაობამ შეუქმნა სივრცე კეინს მეორე გოლის დროს. საბოლოოდ თავადაც გაიტანა (3:3), რამაც ბაიერნი ნახევარფინალში გაიყვანა.


ჰარი კეინი – 6/10

თავიდან პასიური იყო, თუმცა შანსი გამოიყენა და ანგარიში 2:2 გახადა. მეორე ტაიმში უჩვეულოდ ბევრი პასი გააფუჭა და თამაშში ნაკლებად იყო ჩართული.


შეცვლაზე შესული ფეხბურთელები


ალფონსო დევისი – 6/10


ჯამალ მუსიალა – 7/10

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნევეში პსჟ-ს ამბიციებზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევეში პსჟ-ს ამბიციებზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუვენტუსი და მილანი ბაიერნის ვარსკვლავებისთვის იბრძოლებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუვენტუსი და მილანი ბაიერნის ვარსკვლავებისთვის იბრძოლებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დონჩიჩი და ჯოკოვიჩი რეალისა და ცრვენა ზვეზდას მატჩს დაესწრნენ

•კალათბურთი

კალათბურთი

დონჩიჩი და ჯოკოვიჩი რეალისა და ცრვენა ზვეზდას მატჩს დაესწრნენ
•კალათბურთი

კალათბურთი

ბელინგემის კომენტარი ბაიერნთან მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბელინგემის კომენტარი ბაიერნთან მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ნევეში პსჟ-ს ამბიციებზე საუბრობს

News image

19 სთ წინ

იუვენტუსი და მილანი ბაიერნის ვარსკვლავებისთვის იბრძოლებენ

News image

19 სთ წინ

დონჩიჩი და ჯოკოვიჩი რეალისა და ცრვენა ზვეზდას მატჩს დაესწრნენ

News image

11 სთ წინ

ბელინგემის კომენტარი ბაიერნთან მატჩზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება