ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვების შემდეგ ჟოაო ნევეშმა პსჟ-ს ამბიციებზე ისაუბრა.
Glorioso 1904-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა ლივერპულის დამარცხების შემდეგ ენფილდზე მისცა ინტერვიუ. ნევეშმა აღნიშნა, რომ პსჟ-ს მიზანი ყოველთვის ფინალში გასვლაა. პორტუგალიელმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ სეზონში მათ ამას მიაღწიეს და ჩემპიონებიც გახდნენ.
ჟოაომ დასძინა, რომ პსჟ დიდებული კლუბია და სჯერა, რომ მომავალ წლებში გუნდი ჩემპიონთა ლიგას კიდევ ბევრჯერ მოიგებს. ნევეშმა თქვა, რომ მათ სურთ, ყველა სერიოზულად აღიქვამდეს კლიბს და რომ ისინი კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას აპირებენ.
პარიზული გუნდი შემდეგ ეტაპზე ბაიერნს დაუპირისპირდება. ნევეში, რომელიც ბენფიკას აკადემიის აღზრდილია, კლუბში მეორე სეზონს ატარებს.