3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნთან ორი მატჩის ჯამში 6:4 მარცხის შემდეგ, სამეფო კლუბი ტურნირს დაემშვიდობა. ფრანგმა ნახევარმცველმა მატჩის ბოლოს წითელი ბარათი მიიღო, რითაც თანაბარი თამაში მეტოქის სასარგებლოდ გახსნა. ბაიერნმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა, გვიანი გოლები გაიტანა და მატჩი 4:3 მოიგო.
ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. რეალ მადრიდს ოცნების სტარტი ჰქონდა: პირველივე წუთზე მანუელ ნოიერმა ბურთი პირდაპირ არდა გიულერს ჩააბარა, რომელმაც 30 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა. თუმცა ბაიერნმა მალევე უპასუხა, ალექსანდარ პავლოვიჩმა ანდრიი ლუნინს აჯობა და თავით გაათანაბრა.
30-ე წუთზე არდა გიულერმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და საჯარიმო დარტყმით დუბლი შეასრულა. ამას მოჰყვა ნამდვილი ქაოსი, ჰარი კეინის გოლი და კილიან მბაპეს საპასუხო დარტყმა კონტრშეტევაზე. ყველაფერი კამავინგას სულელურმა საქციელმა შეცვალა.. მას უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი, როცა ბაიერნის საჯარიმოს გათამაშება შეაფერხა. მსაჯმა ყოყმანის გარეშე უჩვენა მეორე ყვითელი, რამაც ბაიერნს გზა გაუხსნა. ლუის დიასმა და მაიკლ ოლისემ მადრიდელებს შანსი აღარ დაუტოვეს.
მისმა შეცდომამ ბაიერნს პირველი გოლის გატანის საშუალება მისცა, დანარჩენ სამ ეპიზოდში კი უძლური იყო.
ტიპური ტრენტის თამაში, ბურთთან ერთად საოცრებებს აკეთებდა, თუმცა დაცვაში მოწყვლადი იყო.
მეორე გოლისას ჰარი კეინი დაკარგა, თუმცა სხვა ეპიზოდებში ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურებოდა.
ბაიერნის ფორვარდებმა პოზიციიდან ხშირად გაიტყუეს. პავლოვიჩის გოლისას უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო.
ერთი საათის განმავლობაში მაიკლ ოლისე სრულად გაანეიტრალა, თუმცა ბოლოს ძალები გამოელია.
პირველი გოლი ცივსისხლიანად გაიტანა, მეორე კი ფანტასტიკური იყო. უამრავი მომენტი შექმნა.
ბევრი იბრძოლა მოედნის ცენტრში და დარწმუნდა, რომ ბაიერნს იოლი გასეირნება არ ექნებოდა.
საუკეთესო მოედანზე. უდიდესი სამუშაო გასწია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
ბევრი იშრომა, შექმნა რამდენიმე შანსი და ერთი საათის შემდეგ შეცვალეს.
კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო იყო. გაიტანა გოლი და მუდმივად ტესტავდა ნოიერს.
მბაპეს საგოლე პასი გაუკეთა და პირველი ტაიმის ბოლოს ხარიხას მოარტყა ბურთი, თუმცა მეორე ნახევარში ნაკლებად ეფექტური იყო.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები