The Athletic-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე რამდენიმე მოთამაშის დამატება შესთავაზეს.
აღნიშნული მოთამაშეები დომინიკ კალვერტ-ლუინი, ჯეიმი ვარდი და კალუმ უილსონი არიან.
იუნაიტედი ამ მოთამაშეების დამატებაზე იმ შემთხვევაში დაიწყებს მუშაობას, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ კლუბი თავის მთავარ სამიზნეებს ვერ შეიძენს.
28 წლის კალვერტ-ლუინმა ევერტონში გატარებული 9 წლის შემდეგ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
38 წლის ჯეიმი ვარდიმ ლესტერში 13 წელი გაატარა და მელიებს სეზონის ბოლოს დაემშვიდობა.
33 წლის კალუმ უილსონმა კი კაჭკაჭებში გატარებული 5 სეზონის შემდეგ ნიუკასლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.