10 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი ალბათობით, ერიკ ტენ ჰაგს სეზონის ბოლომდე მუშაობის საშუალებას მისცემენ.
ESPN-ს ინფორმაციით, ჯიმ რეტკლიფს, რომლის კომპანია Ineos-მაც კლუბის აქციების 25% ახლახანს შეიძინა, ნიდერლანდელის შუა სეზონში გათავისუფლება არ სურს.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ცუდი შედეგები მომავალშიც გაგრძელდება, ხელძღვანელობას შესაძლოა სხვა გზა არც დარჩეს და ტენ ჰაგს კარისკენ ჯერ კიდევ სეზონის დამთავრებამდე მიუთითონ.
ამასობაში, კომპანია Ineos-ი ბრაიტონის და ჩელსის ყოფილ მწვრთნელს, გრემ პოტერს დაუკავშირდა და არაფორმალურ გარემოში სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა.
ამ ეტაპზე, იუნაიტედი 20 ტურში მოპოვებული 31 ქულით ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
კომენტარები