მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩელსის მწვრთნელი, ენცო მარესკა მიიჩნევს, რომ მიუხედავად 12-ქულიანი ჩამორჩენისა, მან სიტი ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ იბრძოლებს.
„დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოსკენ ისინი მწვერვალთან იქნებიან. ახლა ისინი ისეთ სიტუაციაში არიან, როგორშიც აქამდე არ ყოფილან. ყოველ მატჩში მათ ახალი ტრავმები აქვთ, ფეხბურთელები აკლიათ და ის, ვინც მწყობრშია, 100%-ით მზად არ არის, იმიტომ რომ თავადაც ახლახანს დაბრუნდა.
სიტუაცია ძალიან მძიმეა, მაგრამ მგონია, რომ ასე ყველას შეიძლება დაემართოს, როცა მსგავსი საკადრო სიტუაციაა." - აღნიშნა ჩელსის მწვრთნელმა, რომელიც თავის დროზე გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები