მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ლესტერმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
მასპინძელ გუნდს ბოლო 4 მატჩიდან არცერთი ჰქონდა მოგებული, სტუმრებს კი - ბოლო ხუთიდან.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე სავინიომ გახსნა და სიტი დააწინაურა, გვარდიოლას გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მეორე ტაიმში ბრაზილიელმა შემტევმა კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მიითვალა, 74-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ ერლინგ ჰალანდმა თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მანჩესტერ სიტიმ ლესტერი 0-2 დაამარცხა და ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
ქალაქელებს 19 თამაშის შემდეგ 31 ქულა აქვთ და ლაივ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან, ლესტერი კი 14 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 პოზიციაზე რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები