სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Hangzhou Open-ის ფინალში 35 წლის მარინ ჩილიჩმა ჩინელი ჟანგ ჟიჟენი 2 სეტში (7-6, 7-6) დაამარცხა და კარიერაში 21-ე, ხოლო ბოლო 3 წელიწადში პირველი ტიტული მოიგო.
ჩილიჩი გახდა ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგიანი მოთამაშე, რომელმაც ATP ტიტულის მოგება შეძლო.
ხორვატი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის მსოფლიოს რეიტინგში 777-ე ადგილზეა. აქამდე რეკორდი ლეიტონ ჰიუიტს ეკუთვნოდა, რომელმაც 1998 წელს ადელაიდაში ტურნირი მაშინ მოიგო, როცა რეიტინგში 550-ე პოზიციაზე იყო.
ჩილიჩის 21 ტიტულიდან ერთი გრანდ სლემიც არის. 2014 წელს მან US Open-ის მოგება მოახერხა, რომლის ფინალშიც 3 სეტში იაპონელ კეი ნიშიკორის სძლია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები