ლივერპულის ელჩმა, იან რაშმა, უეფასთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა.
მერსისაიდელთა ლეგენდა მიიჩნევს, რომ გალათასარაისთან დაპირისპირება საკმაოდ უხვგოლიანი და რთული იქნება.
„ამ ეტაპზე ყველა თამაში რთულია. გალათასარაიმ იუვენტუსთან ძალიან კარგი გამარჯვება მოიპოვა. მათ ორ მატჩში შვიდი გოლი გაიტანეს და ვფიქრობ, ჩვენს დაპირისპირებაშიც ბევრ გოლს ვიხილავთ.
ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ საპასუხო შეხვედრას შინ ვმართავთ. ენფილდის ატმოსფერო შეუდარებელია და იმედი მაქვს, ეს თავის როლს ითამაშებს.
ბადის მეორე მხარეს პსჟ, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, რეალი და ბაიერნი არიან — ის მხარე გაცილებით რთულია, თუმცა თუ ტურნირის მოგება გინდა, გზად ყველა უნდა დაამარცხო.“ — აღნიშნა უელსელმა ექს-ფეხბურთელმა.