რეალში სეზონი უაღრესად მძიმედ მიმდინარეობს.
იანვარში ჩაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც დატოვა და ლა ლიგაშიც 11-ქულიანი ჩამორჩენა აქვს ბარსელონასთან. ფონზე არსებული ცუდი შედეგების პარალელურად, გუნდში შიდა დაძაბულობა იმატებს.
კონფლიქტები და კრიტიკა
The Athletic-ის ცნობით, გუნდში უკვე არაერთი ინციდენტი მოხდა. ანტონიო რუდიგერი თანაგუნდელს დაუპირისპირდა, ხოლო კილიან მბაპე სავარჯიშო პროცესის დროს სამწვრთნელო შტაბის წევრს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართა, რადგან ამ უკანასკნელმა მას თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა.
მბაპეს დამატებითი კრიტიკა დაიმსახურა ტრავმის პერიოდში სარდინიაში გატარებულმა დროს. მბაპეს გარემოცვა ამტკიცებს, რომ კრიტიკა რეალობას არ შეესაბამება და რეაბილიტაციის პროცესი მკაცრად კონტროლდება, თუმცა რეალის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ფეხბურთელის ვალდებულებებით.
პერესის პოზიცია
ესპანური Fichajes-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი სიტუაციას ცივი გონებით აკვირდება. კლუბის პოზიცია ასეთია: არავინ არის ხელშეუხებელი, თუ ეს გუნდის შედეგებს ან ჰარმონიას ვნებს.
„კილიან მბაპესთვის ნებისმიერი მეგა შეთავაზება აიძულებს კლუბს განიხილოს ყველა ფაქტორი: ფული, გასახდელი, იმიჯი და სპორტული დაგეგმარება. ფრანგის გაყიდვა იქნებოდა სეისმური გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე გზა ავტორიტეტის აღსადგენად, თუ პროექტი კონტროლიდან გამოვა. ნიჭი საკმარისი არ არის ვალდებულების გარეშე,“ - წერს გამოცემა.