კილიან მბაპეს იტალიაში მოგზაურობამ, როდესაც ის ტრავმირებული იყო, მადრიდში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მბაპეს გარემოცვა კრიტიკაზე: „ეს რეალობას არ ასახავს“
კილიან მბაპეს ტრავმის დროს სარდინიაში გამგზავრებამ ესპანურ მედიასა და გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა ეს ვარსკვლავის მხრიდან არაპროფესიონალიზმად და კლუბისადმი ვალდებულებების იგნორირებად მიიჩნია. მბაპეს წარმომადგენლებმა AFP-სთან საუბარში განაცხადეს, რომ ეს კრიტიკა გადაჭარბებულია.
ოფიციალური განცხადება
კრიტიკის ნაწილი გამომდინარეობს რეაბილიტაციის პერიოდის არასწორი ინტერპრეტაციიდან, რომელიც მკაცრად კონტროლდება კლუბის მიერ. ეს არ ასახავს კილიანის ყოველდღიურ ერთგულებასა და იმ შრომას, რომელსაც ის გუნდისთვის დებს,
ფოტო: მბაპე იტალიაში ისვენებს - რეალის ფანები ბრაზობენ
არბელოას მხარდაჭერა
რეალის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელების პირად ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს:
თითოეული ფეხბურთელი აკეთებს იმას, რაც თავისუფალ დროს მისთვის მისაღებია, ეს ჩემი საქმე არ არის. ჩვენ რეალი არ ავაშენეთ ფეხბურთელებით, რომლებსაც სმოკინგები აცვიათ, არამედ მათით, ვინც მინდორს ოფლითა და ტალახით გათხვრილი ტოვებს
ელ კლასიკოს მოლოდინში
მბაპემ ტრავმა ბეტისთან მატჩში მიიღო და ამ დრომდე ინდივიდუალური ვარჯიშებით ცდილობს ფორმის აღდგენას. მადრიდელები ბარსელონასთან გადამწყვეტ მატჩს ემზადებიან, სადაც მხოლოდ გამარჯვება აძლევთ შანსს, ლა ლიგაში სატიტულო ბრძოლა შეინარჩუნონ.
ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც ესპანიოლთან დუბლი შეასრულა, მბაპეს არყოფნაში ლიდერის როლი იტვირთა, თუმცა გუნდისთვის კილიანის დაბრუნება ელ კლასიკოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ჭორებისა მბაპესა და ტექნიკურ შტაბს შორის დაძაბულობის შესახებ, ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს სრულფასოვან მზადყოფნას.
მბაპეს კონფლიქტი ვარჯიშისას - კლასიკოს წინ რეალში დაძაბულობაა