მადრიდის რეალის კულისებში დაძაბულობა იზრდება.
ბოლო თვეში, ჩემპიონთა ლიგიდან მიუნხენის ბაიერნთან გამოთიშვის შემდეგ, გუნდის ატმოსფერო კიდევ უფრო დაიძაბა რამდენიმე ლიდერი მოთამაშის, მათ შორის კილიან მბაპეს მონაწილეობით მომხდარი ინციდენტების გამო და ეს კვლავ გავლენას ახდენს გუნდის მზადებაზე კვირას გასამართი კლასიკოსთვის.
პირველი შემთხვევა მოხდა აპრილში, როდესაც ანტონიო რუდიგერი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გასახდელში სხვა ფეხბურთელთან ცხარე კამათში ჩაერთო.
მომხდარის დეტალები The Athletic-ს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. მათი თქმით, დაპირისპირება რუდიგერის მხრიდან დაიწყო. 33 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებისთვის და გასულ პარასკევს თანაგუნდელები და მათი ოჯახები სადილზე დაპატიჟა.
ამის შემდეგ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - ამჯერად მბაპესა და მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბის ერთ წევრს შორის ბეტისთან 24 აპრილის მატჩამდე.
მბაპე ვარჯიშის დროს ერთ-ერთ ეპიზოდში მწვრთნელთან კონფლიქტში შევიდა. წყაროების ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა გაბრაზებულად და შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა შტაბის წევრს, რომელიც მოედნის გვერდიდან ასისტენტი მსაჯის როლში მოქმედებდა და თამაშგარე დააფიქსირა.
მსგავსი შემთხვევები ელიტარულ ფეხბურთში იშვიათი არ არის და არ არსებობს ინფორმაცია, რომ რუდიგერს ან მბაპეს რაიმე შიდა სანქცია დაეკისრათ. თუმცა, ამ ინციდენტებმა მადრიდის რეალის შიდა გარემო კიდევ უფრო დაამძიმა.
ფოტო: მბაპე იტალიაში ისვენებს - რეალის ფანები ბრაზობენ