რეალის ბევრი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე გუნდში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს.
ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს.
აღინიშნება, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე ფრანგი გუნდის თანამშრომლის მიმართ უპატივცემულოდ მოიქცა, შემდეგ კი გუნდის ვახშამზე 40 წუთით დაიგვიანა.
ბევრის აზრით, მბაპეს არ გააჩნია ლიდერული თვისებები და ადამიანების გაერთიანების უნარი, როგორსაც თავის დროზე რეალის ლეგენდარული ფორვარდი, კარიმ ბენზემა ფლობდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპეს მჭიდრო ურთიერთობა მხოლოდ მადრიდული კლუბის ფრანგ ფეხბურთელებთან აქვს.