ესპანიოლთან მატჩში ვინისიუს ჟუნიორსა და ომარ ელ-ჰილალის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
3 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში, ესპანიოლი რეალთან 0:2 დამარცხდა. მატჩის 25-ე წუთზე ესპანიოლის მცველმა, ომარ ელ-ჰილალიმ, ვინისიუსზე დაჯარიმების გამო წითელი ბარათი მიიღო, თუმცა VAR-ის გადამოწმების შემდეგ ის ყვითელით შეიცვალა. ბრაზილიელმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა, 66-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა.
Movistar Plus + -ის კამერებმა დააფიქსირეს ვინისიუსსა და ელ-ჰილალის შორის მომხდარი რამდენიმე შელაპარაკება:
ერთ-ერთ ეპიზოდში ვინისიუსმა მცველს უთხრა: „მორჩი სისულელეებს. მაისურის გაცვლა მოგვიანებით შემომთავაზე. იდიოტი ხარ. ჩხუბი გინდა?“.
სხვა სიტუაციაში მან მეტოქის მეორე ფეხბურთელს, კარლოს რომეროს, ელ-ჰილალიზე მიუთითა: „ის იდიოტივით იქცევა, რომ ტელევიზორში მოხვდეს“.
ბრაზილიელმა ელ-ჰილალის ასევე უთხრა: „შენ სეგუნდაში დაბრუნდები“, ხოლო მეტოქის მწვრთნელს, მანოლო გონსალესს პირდაპირ მიმართა: „შეცვალეთ, თორემ გააგდებენ“.