მადრიდის რეალში ელ კლასიკოს წინ ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კილიან მბაპეს ბოლოდროინდელი საქციელით ძალიან უკმაყოფილოა.
პერესი მიიჩნევს, რომ ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც კლუბის გრძელვადიანი პროექტის მთავარ სახედ ითვლება, მოედანზე და მის მიღმა შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. განსაკუთრებული გაღიზიანება მბაპეს იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობამ გამოიწვია იმ დროს, როდესაც გუნდი ესპანიოლთან მატჩისთვის ემზადებოდა, რაც კლუბის შიგნით ბევრმა ზედმეტ და არასაჭირო ნაბიჯად მიიჩნია.
ფოტო: მბაპე იტალიაში ისვენებს - რეალის ფანები ბრაზობენ
ამჟამად მთავარი საფიქრალი ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციებია, რადგან მას კუნთის ტრავმა აწუხებს და ვალდებებასის ბაზაზე სამედიცინო შემოწმება ჩაენიშნა.
პრეზიდენტი პირადად ითხოვს, რომ მბაპე კვირას ბარსელონას წინააღმდეგ მოედანზე იყოს, რადგან პერესს სურს, რომ თავისი ვარსკვლავი სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩში იხილოს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მბაპესთან ერთად გუნდის შედეგები არადამაჯერებელია. რეალმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, როდესაც ის ძირითადში იყო, ხოლო მის გარეშე გუნდმა 7-დან 6 შეხვედრაში იმარჯვა.