5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შვედეთში გამგზავრების შემდეგ, კილიან მბაპე ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდის.
ოქტომბერში საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი სტოკჰოლმში ისვენებდა, იმ დროს, როცა მისი ნაკრები ერთა ლიგაზე ისრაელს (4:1) ეთამაშებოდა. ფრანგი ჯერ რესტორანში შენიშნეს, მოგვიანებით კი, ღამის კლუბშიც.
ამის შემდეგ, იმ სასტუმროდან, რომელშიც მბაპე ისვენებდა, პოლიციაში ქალის შესაძლო გაუპატიურებაზე შევიდა საჩივარი, რამაც ფეხბურთელის მიმართ გააჩინა ეჭვები. მბაპემ ყველანაირი ბრალდება მალევე უარყო, თუმცა პრესა წერდა, რომ პოტენციურ დამნაშავედ დაზარალებულმა სწორედ კილიანი დაასახელა.
L'Equipe-ს ინფორმაციით, ამ მოგზაურობის შემდეგ, ფეხბურთელი ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდის.
ყველაფერს ის ემატება, რომ კილიანს რეალში ცუდი თამაშისთვის აკრიტიკებენ. მიუხედავად ამისა, ფრანგული წყარო ხაზს უსვამს, რომ მადრიდში მბაპე თავს ბედნიერად გრძნობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები