სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ლონდონურ დერბიში ფულემი ტოტენჰემს მიიღებს.
ფულემი - ტოტენჰემი (21:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.
ფულემს დაუბრუნდა რაულ ხიმენესი, რომელმაც ბარძაყის ტრავმის გამო 6 მატჩის გამოტოვების შემდეგ ვარჯიში განაახლა, ეს კი ნიშნავს, რომ გუნდის მთლიანი შემადგენლობა მზადაა სათამაშოდ.
ჟოაო პალინიამ და ვილიანმა წინა მატჩი სათადარიგო სკამზე დაიწყეს და სავარაუდოა, რომ ისინი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებიან.
ტოტენჰემი მცველის მიკი ვან დე ვენის გარეშე იქნება, რომელმაც ბარძაყის მცირე ტრავმა ასტონ ვილასთან შეხვედრაში მიიღო.
მისი არყოფნის დროს სავარაუდოდ შანსი მიეცემა იანვარში გადმოსულ რადუ დრაგუშინს, რომელსაც პრემიერ ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან თამაში ჯერ არ დაუწყია.
მუხლზე მცირე პრობლემა აქვს რიშარლისონს და მისი თამაში ეჭვქვეშაა.
ფულემი
ფულემს შეუძლია ჩემპიონატში ისტორიაში პირველად ზედიზედ 3 ლონდონური დერბი მოიგოს სახლში, მათ უკვე დაამარცხეს ვესტ ჰემი და არსენალი ქრეივენ კოტეჯზე დეკემბერში.
თეთრებმა პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებული 5 მატჩიდან სამში დაამარცხეს ცხრილის ზედა ნახევარში მყოფი გუნდები.
ფულემმა ამ სეზონში სახლში უკვე 8 მატჩი მოიგო, რაც წინა მთლიანი სეზონის შედეგის გამეორებაა.
მარკო სილვას პრემიერ ლიგაში ტოტენჰემისთვის აქამდე არ მოუგია (3 ფრე, 5 წაგება).
როდრიგო მუნისმა ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრაში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).
მუნისს შეუძლია გახდეს ფულემის პირველი მოთამაშე, რომელიც პრემიერ ლიგაში სახლში ჩატარებულ ზედიზედ 4 მატჩში გაიტანს გოლს.
ტოტენჰემი
სპურსს შეუძლია ზედიზედ 2 გასვლითი მატჩი მოიგოს პრემიერ ლიგაში ოქტომბრის შემდეგ.
ტოტენჰემმა ჩემპიონატში ბოლო 6 გასვლით შეხვედრაში მოახაერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა.
გუნდა უკვე გაიმეორა გასულ სეზონში გასვლაზე დაგროვებული ქულების (23) შედეგი.
ტიმო ვერნერს შანსი აქვს პირველად გაიტანოს პრემიერ ლიგის ზედიზედ 3 შეხვედრაში გოლი.
სონ ჰინ-მინის სტატისტიკა ჩემპიონატის ბოლო 21 თამაშში საოცარია: 14 გოლი, 8 საგოლე გადაცემა.
ტოტენჰემის იმედი ამ მატჩში ჯეიმს მედისონი და დეიან კულუშევსკიც იქნებიან. ინგლისელის ანგარიშზე პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, შვედის კი - 6 გოლი და 3 ასისტი.
ურთიერთშეხვედრები
ფულემს პრემიერ ლიგაში ტოტენჰემთან ბოლო 16 მატჩიდან 14 წაგებული აქვს, ზედიზედ 9 შეხვედრა კი არ მოუგია. ბოლო გამარჯვება 2013 წლის მარტში უაით ჰართ ლეინზე ფიქსირდება.
დღევანდელ მატჩში გამარჯვება ტოტენჰემისთვის იქნება ზედიზედ მე-8 გასვლითი მოგება ერთ კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან, რაც აქამდე გუნდს არ დაუფიქსირებია.
ფულემმა ტოტენჰემი კარაბაო თასის მეორე რაუნდში დაამარცხა პენალტების სერიაში.
სავარაუდო შემადგენლობები:
ფულემი (4-2-3-1) - ლენო; კასტანი, ადარაბიოიო, ბასეი, რობინსონი; პალინია, კერნი; უილსონი, პერეირა, აივობი; მუნისი.
ტოტენჰემი (4-2-3-1) - ვიკარიო; პორო, რომერო, დრაგუშინი, უდოჯი; სარი, ბისუმა; კულუშევსკი, მედისონი, ჯონსონი; სონი.
მატჩის მთავარი არბიტრი რობერტ ჯონსი იქნება, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 74 ყვითელი, 3 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
კომენტარები