Ballon d'Or-ის ოფიციალურმა გვერდმა 2026 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა.
რა თქმა უნდა, საუკეთესოთა სიაში არის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლისთვისაც ეს მე-3 ნომინაცია იქნება.
პირველად ქართველი ოქროს ბურთზე 2023 წელს იყო ნომინირებული და გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა.
იმ წელს ხვიჩამ ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო და იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/4 ფინალში გავიდა და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
2025 წელს კი პარი სენ-ჟერმენის შემტევმა რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა. კვარაცხელიამ სწორედ ამ წელს მოიგო პარიზელებთან ერთად პირველი ჩემპიონთა ლიგა.
BREAKING: კვარა ოქროს ბურთზე წარადგინეს! 30 ნომინანტი გაირკვა