ბარსელონას ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა, პრესკონფერენციაზე წლევანდელი ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტი: ,,უსმან დემბელემ, ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, თავის საუკეთესო სამეულშიც კი არ დაგასახელა. გინდა, გავუგზავნოთ ვიდეო, სადაც ვაჩვენებთ, რა გააკეთე ჩემპიონატში, თუ ის მომენტი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი აღმართე?"
იამალი: „ვინ არ შემიყვანა თავის სამეულში?“
ჟურნალისტი: „დემბელემ...“
იამალი: „ის კილიან მბაპეს მეგობარია, არა? როგორც არ უნდა იყოს, დიდად არ მაინტერესებს. ძალიან ბედნიერი ვარ იმ სეზონით, რომელიც ჩავატარე.
ვფიქრობ, ყოველ ჯერზე, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ალბათ რაღაც ისეთი გავაკეთე, რის გამოც შეიძლება არ მოვწონდე! და ეს ნორმალურია.
უსმანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მესმის, რომ მას სხვა ფეხბურთელების არჩევა სურს. თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც წელს გავაკეთე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველამ ნახა, თუნდაც მან არა.
არ ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთისთვის კამპანიის წარმოება მჭირდება. ყველას აქვს უფლება, იფიქროს ისე, როგორც სურს. არავის არაფერს შევეხვეწები! ეს თქვენი საქმეა.
ვამაყობ იმ სეზონით, რომელიც ჩემს გუნდთან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩავატარე. მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით და ჩემპიონატიც კიდევ ერთხელ მოვიგეთ.
ვფიქრობ, ყველა იმ ფეხბურთელს შორის შესანიშნავი სეზონი მქონდა და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე.“ - განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა.
ტოპ 3 - დემბელემ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა