ბარსელონას ნახევარმცველი, როდრი ვალენსიას თამაშის დაბალი დონით გაოცებული დარჩა.
კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის მე-4 ტურში კარლოს კორბერანის გუნდი სტუმრად 5:0 გაანადგურა.
გადაცემა El Día Después-ის ეთერში როდრისა და პაუ კუბარსის დიალოგი გამოაქვეყნეს, რომლებიც მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ:
„ისინი ძალიან სუსტები არიან. ძალიან სუსტები არიან, ძალიან ცუდები. საშინლად თამაშობენ, უბრალოდ საშინლად.
გასულ წელს მერამდენე ადგილზე დაასრულეს?“ - იკითხა როდრიმ.
კუბარსიმ უპასუხა, რომ ვალენსიელები ევროთასებზე გასვლასთან ახლოს იყვნენ.
„იცი, მეორე ტაიმში მათ ცენტრალური ხაზიც კი არ გადაუკვეთავთ“, - აღნიშნა როდრიმ.