გიორგი ქოჩორაშვილის სევილია ლა ლიგაში ესპანიოლს ესტუმრა და 10 კაცით დარჩენილმა გუნდმა მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (1:1).
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანდალუსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა, მოედანზე 54 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქოჩორაშვილს ესპანეთში სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა, რაც მას სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში შეხვედრაში დაეხმარება.
რაც შეეხება ლა ლიგა 2-ს, გიორგი გოჩოლეიშვილიც კადისის სასტარტოში იყო ალმერიასთან მატჩში, თუმცა შეხვედრა ნაადრევად დაასრულა. ქართველი მცველი 54-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, ხოლო კადისი მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.