ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ოთხივე ტურში გაიმარჯვა და 12 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
მეორე ადგილზე 10 ქულით ალავესი იმყოფება, ხოლო სამეულს 9 ქულით მადრიდის რეალი ხურავს.
მე-4 პოზიციას ასევე 9 ქულით ბეტისი იკავებს, მეხუთეზე 8 ქულით დეპორტივოა, ხოლო ატლეტიკო 7 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.
ცხრილის ბოლო, მე-20 ადგილს ვალენსია იკავებს, რომელსაც აქტივში მხოლოდ 1 ქულა აქვს.
ელჩე და ხეტაფე მე-4 ტურის თავიანთ შეხვედრებს ორშაბათს გამართავენ. 3 ტურის შემდეგ ხეტაფეს 3 ქულა აქვს, ხოლო ელჩეს - 1.