ლა ლიგა 2-ის მე-4 ტურში კადისი სტუმრად ალმერიასთან 2:3 დამარცხდა.
ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება იძულებით მოუწია.
როგორც გამოცემა Portal Cadista წერს, პრობლემა მატჩის 54-ე წუთზე შეიქმნა და ალბერტ სელადესს იძულებითი ცვლილების გაკეთება დასჭირდა. გოჩოლეიშვილის ნაცვლად მოედანზე ხუან დიასი შევიდა.
იმის გამო, რომ კადისი ფეხბურთელების ტრავმებზე დეტალურ სამედიცინო ინფორმაციას ჩვეულებრივ არ აქვეყნებს, დაზიანების ზუსტი სიმძიმე და მოედანზე დაბრუნების ვადები უცნობია, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი მონაწილეობა მომდევნო მატჩში ჟირონას წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გუნდის ლაზარეთში თანამემამულე იური ტაბატაძეს შეუერთდა.