კადისმა და დონეცკის შახტარმა გიორგი გოჩოლეიშვილის იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
,,2001 წლის 14 თებერვალს ქუთაისში დაბადებული ქართველი ფეხბურთელი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.
მან საფეხბურთო კარიერა საბურთალოს აკადემიაში დაიწყო, საიდანაც უკრაინის პრემიერ ლიგაში გადავიდა. მისი ბოლო ორი კლუბი კოპენჰაგენი და ჰამბურგი იყო. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა.
გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 20 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული.
საიჯარო შეთანხმება ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე კადისში იმყოფება და ამ ხუთშაბათიდან ალბერტ სელადესის განკარგულებაში იქნება." - წერია ესპანური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
გოჩოლეიშვილი კადისში მე-2 ქართველი ფეხბურთელი იქნება. იქ მას იური ტაბატაძე დახვდება, რომელთან ერთადაც საბურთალოში უკვე თამაშობდა.
კადისი კიდევ ერთი ქართველით ინტერესდება