კადისმა ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერით დაინტერესება გამოხატა.
ABC Deportes-ის ჟურნალისტ ანხელ გარსიას ცნობით, რუმინული უნივერსიტატეა კრაიოვას ქართველი ნახევარმცველი ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც ესპანური კლუბი შუა ხაზის გასაძლიერებლად განიხილავს.
საქართველოს ნაკრების წევრი ანზორ მექვაბიშვილი, რომელსაც როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულება, ასევე თამაშის ორგანიზება შეუძლია, კადისის ხელმძღვანელობის მიერ ამ პოზიციისთვის განხილულ არაერთ კანდიდატს შორისაა. - წერს Radar Cadista.
ტრანსფერის შემთხვევაში მექვაბიშვილი კადისში მე-3 ქართველი იქნება. იური ტაბატაძე უკვე ამ კლუბის წევრია, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი სამედიცინო შემოწმება გაიარა და მალე მისი ტრანსფერიც გაოფიციალურდება.
გოჩოლეიშვილმა ესპანეთში სამედიცინო შემოწმება გაიარა