გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას კადისში გააგრძელებს.
ესპანური კლუბი ქართველს შახტარიდან 1-წლიანი იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით იმატებს.
Geo Team-ის ცნობით, ფეხბურთელი აგენტ ირაკლი ლილუაშვილთან ერთად უკვე ესპანეთშია და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
ყველა ხელშეკრულება ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კადისში უკვე 2 ქართველი ითამაშებს: იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი.
ლა ლიგა 2-ის ბინადარ გუნდში ქართველმა შემტევმა გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.
გოჩოლეიშვილი კი გასულ სეზონში ასევე იჯარის წესით გერმანულ ჰამბურგში თამაშობდა და ბუნდესლიგაში ასპარეზობდა.