ინტერ მაიამის თავდამსხმელი, ლიონელ მესი, ახალი სეზონის წინ MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რეიტინგი Goal-მა შეადგინა.
მეორე ადგილი თომას მიულერმა დაიკავა, ხოლო მესამე — სონ ჰინ მინმა. საინტერესოა, რომ თავდაპირველი სია 25 ფეხბურთელისგან შედგებოდა და ლუის სუარესი 25 საუკეთესოშიც კი ვერ მოხვდა.
რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
10. სემ სერიჯი (ნეშვილი);
9. სებასტიან ბერჰალტერი (ვანკუვერი);
8. კრისტიან როლდანი (სიეტლი);
7. ევანდერი (ცინცინატი);
6. დენი ბუანგა (ლოს-ანჯელესი);
5. როდრიგო დე პოლი (ინტერ მაიამი);
4. ანდერს დრეიერი (სან-დიეგო);
3. სონ ჰინ მინი (ლოს-ანჯელესი);
2. თომას მიულერი (ვანკუვერი);
1. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი).
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ხამეს როდრიგესის მინესოტაში გადასვლამდე შეადგინეს.