-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონელ მესიმ პსჟ-დან ინტერ მაიამიში გადასვლა ახსნა.
„ყოველთვის ვფიქრობდი მლს-ში თამაშზე და ეს არაერთხელ მაქვს ნთქვამი. მიზიდავდა და მინდოდა ეს. გამოჩნდა ინტერ მაიამის ვარიანტი და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც პსჟ-ში ბოლო წლებში მოხდა, სადაც ბარსელონადან იძულებული წასვლის შემდეგ გადავედი...
ეს ორი წელი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. არ ვიყავი ბედნიერი. ვარჯიშები და მატჩები არ მაბედნიერებდა, ყველაფერთან ადაპტაცია მიჭირდა.
ინტერში გადმოსვლის მიზიდულობას ვგრძნობდი - მზარდი და სრულიად ახალი კლუბი, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის არის. მომეწონა აქ მოსვლის და კლუბის დახმარების იდეა. ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახს ამ ქალაქში მოეწონებოდა, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ იქამდე, აქ სულ რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი.
თუმცა, ბევრი მსმენია მასზე და ვიფიქრე, რომ შესაფერისი დროა. სულაც არ ვნანობ - პირიქით." - აღნიშნა მესიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები