მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეო მესიმ MLS-ში თამაშზე, თავის მომავალზე და ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა.
„MLS-ს დავახასიათებდი როგორც სწრაფ და ფიზიკურ ლიგას. აქ ბევრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს.
ყველა გუნდი შეტევას ცდილობს, ყველას გოლის გატანა უნდა და ამიტომ, თამაშები ძალიან გახსნილი გამოდის.
როგორც ლიგა MLS-ი ძალიან იზრდება, ისევე, როგორც აშშ-ს საფეხბურთო კულტურა. ლიგა ვითარდება და იმედი მაქვს, ბევრი კლუბი აიღებს ინტერ მაიამისგან განვითარების მაგალითს.
ინტერ მაიამისთან ერთად ტიტულების მოგება მინდა. მიზანი და გეგმა სწორედ ეს არის. მოგება, განვითარება, ჩვენი ხარისხის ჩვენება გვინდა. ახალ მოსულ ფეხბურთელებს კარგად ვუგებთ.
მე ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვარ. როცა სახლში ვბრუნდები, მამის როლს ვირგბე და ოჯახთან, ბავშვებთან ერთად ვატარებ დროს.
ძალიან მშვიდი, ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. ასეთი ცხოვრება ყოველთვის ყველაზე კარგია, ჩემი აზრით.
MLS-ში ძალების მოსინჯვა გონებაში ყოველთვის მქონდა, აქ გადმოსვლა სულ მინდოდა. ინტერ მაიამიმ თავისი ზრდის და განვითარების გეგმით მომხიბლა. აქ იმისთვის მინდოდა მოსვლა, რომ კლუბს ზრდაში დავხმარებოდი და MLS-ი როგორც ბრენდი გამეზარდა.
ჩემი მომავალი? კარგად ვგრძნობ თავს და საკუთარი კარიერის ყველა მომენტით ვიღებ სიამოვნებას.
კლუბით, თამაშებით, თანაგუნდელებით, ოჯახით, მეგობრებით - ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ, სიტუაციას არ ვამძაფრებ, ვცდილობ მომენტით მივირო სიამოვნება." - აღნიშნა ლეომ.
კომენტარები