მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონკაკაფის (ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა) ჩემპიონთა თასის 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ინტერ მაიამიმ საკუთარ მოედანზე სპორტინგ კანზას სიტი მიიღო.
პირველი შეხვედრა ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილმა გუნდმა ლეო მესის გოლით 0-1 მოიგო.
ამ შემთხვევაშიც თამაშში ანგარიში მე-19 წუთზე არგენტინელმა გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლუის სუარესმა გაუკეთა.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს - ალენდემ და სუარესმა.
მატჩის მეორე ნახევარში კანზასელებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს, საბოლოოდ კი ინტერ მაიამიმ ორი მატჩის ჯამში 4-1 მოიგო და ჩემპიონთა თასის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც იამაიკურ კავალიერს დაუპირისპირდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები