ლეო მესიმ თავის „უცნაურობასა“ და „თავისებურებებზე“ ისაუბრა.
„ვიცი, რომ ზოგ საკითხში სხვებზე ცოტათი უფრო უცნაური ვარ… ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა.
ხანდახან სახლში ქაოსია, როცა სამი ბავშვი ყველგან დარბის, იმდენად მღლის, რომ მარტოობის მომენტები მჭირდება.
იმ დროს, როცა მარტო ვარ, შეიძლება უბრალოდ ვიწვე და ტელევიზორს ან მატჩს ვუყურებდე. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ სიმშვიდე.
ეს განწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ძალიან მცირე რაღაცებმა, უმცირესმა დეტალებმაც კი, შეიძლება ძლიერად იმოქმედოს ჩემზე… თუ ვინმე გადაადგილებს იმას, სადაც დავტოვე, ან ცვლის ჩემს დღის გეგმას, უკვე ცუდ ხასიათზე ვდგები.
ძალიან სტრუქტურირებული ადამიანი ვარ. თუ ჩემი დღე გარკვეულად მაქვს დაგეგმილი და შუაში რაღაც დაუგეგმავი ხდება, უკვე გაღიზიანებული ვარ. ასეთ დროს საკუთარ თავში ვიკეტები. ამას არ ვამბობ, შიგნით ვამუშავებ.
TikTok-ს ხშირად ვუყურებ. სიმართლე გითხრათ, იქ დიდ დროს ვატარებ. ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოებიც მხვდება, ერთ-ერთში პოლიციამ დამიჭირა.” - განაცხადა არგენტინელმა.
„ეს იდეაა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს“ - მესი კარიერის დასრულების შემდეგ გეგმებზე